დოსტოევსკი – მსოფლიო ლიტერატურაში განხეთქილების შემომტანი


www.facebook.comdostoevskyteodor

დოსტოევსკი არამხოლოდ გენიალური ფსიქოლოგიური რომანებისა და დეტექტივების შემოქმედია, არამედ მან ლიტერატურაში დამკვიდრებული წესები მიჯრით გააცამტვერა და ყველასთვის წარმოუდგენელი ხერხებით, რომელიც მანამდე ვერავინ იყენებდა, წარმოადგინა თავისი იდეები და სიუჟეტები. დოსტოევსკიმ ლიტერატურაში განხეთქილება (Раскол – ასე დავარქმევ მე) შემოიტანა, ერთ ამგვარ განხეთქილებას ვხვდებით – „დანაშაული და სასჯელის“ კითხვისას და რომელიც, რა თქმა უნდა, დოსტოევსკის გენიალურობისა და უნიკალურობის მაჩვენებელია. რაში მდგომარეობს უშუალოდ “დანაშაული და სასჯელის” განსაკუთრებულობა აგიხსნით ქვემოთ.

მოგეხსენებათ, დეტექტივი ლიტერატურის ყველაზე რთული მიმართულებაა, რადგან ამ ჟანრში მწერალს სიუჟეტის განსავითარებლად ძალიან მწირი სქემები აქვს. დეტექტივების სიუჟეტის 8 ძირითადი სქემა არსებობს და არის მე-9, რომლის აგება იმდენად რთულია, თითქმის არავინ იყენებს. ეს სქემები კი შემდეგნაირია:

  1. პირველი სქემა, რომელსაც მყარი დეტექტივის სქემას უწოდებენ – ესაა შემთხვევა, როდესაც გვყავს ეჭვმიტანილთა ვიწრო წრე და მათგან ერთ-ერთი (ანაც რამდენიმე) მკვლელია. ასე მაგალითად, ოთახში იმყოფება 7 ადამიანი; ერთ-ერთი მათგანი მოწამლულ ღვინოს სვამს და კვდება, მკვლელი კი ოთახში მყოფი 7 ადამიანიდან ერთ-ერთია (ამ სქემას ყველაზე ხშირად ედგარ ალან პო იყენებდა).
  2. მომდევნო სქემა მეტად რთულია. ოთახში 7 პიროვნებაა. ერთ-ერთი მათგანი სვამს ღვინოს და კვდება. მკვლელი კი ვიღაც მერვეა. ვინმე მებაღე, რომელიც შემოიპარა და საწამლავი მალულად ჩაყარა ღვინოში.
  3. მესამე სქემა – ადამიანი იკლავს თავს, ხოლო სხვებს კი ის მოკლული ჰგონიათ. ეს ძალიან შეფუთული და პროფესიონალურად შესრულებული მკვლელობაა, რომელშიც, უხეშად რომ ვთქვათ, დამნაშავე თვით გარდაცვლილია.
  4. მომდევნო სქემაში – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყველაა და მკვლელიც, შესაბამისად – ყველა მათგანია. ამ სქემის ნათელი და უპირველესი მაგალითი „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესშია“.
  5. მე-5 სქემაში გვხვდება შემდეგი რამ: გვაქვს მკვლელობა, მკვლელთა ვიწრო წრე და ვინ მოკლა ? არავინ, რადგან მოკლული ცოცხალია – ის არასდროს გარდაცვლილა, უბრალოდ ყველას გარდაცვლილი ეგონა. ამ სქემას ვხვდებით რომან – „სებასტიან ნაიტის ნამდვილი ცხოვრებაში” (ნაბოკოვი). ცოცხალი „მოკლული“ ტოლსტოისაც ყავს თავის ერთ რომანში – ფედია პროტასოვის სახით.
  6. მომდევნო სქემაში ვხვდებით სირთულეებს, რადგან გვყავს გარდაცვლილი და მოკლა ვინ ??? თვით გამომძიებელმა. აგატა კრისტის „სათაგურში“ გამოიყენა ზემოთქმული სქემა. მოკლა გამომძიებელმა, რომელიც სერიული მკვლელია.
  7. მე-7 სახესხვაობაში მკვლელად გვევლინება – თვით ავტორი. ამგვარ მეთოდს პირველად მიმართა რუსმა მწერალმა – ანატოლი ჩეხოვმა. „ნადირობაში“, რომელშიც მეტყევეს მიაქვს რომანი (მკვლელობის სიუჟეტით) გამოსაცემად ჟურნალში და ირკვევა, რომ აღწერილი მკვლელობა თვით მეტყევემ ჩაიდინა.
  8. მერვე სქემაში შეხება გვაქს არასტანდარტულ სიტუაციასთან. გვყავს მკვლელი და ის არავის მოუკლავს. ამ სცენარის პირველი გამომყენებელი ასევე რუსი მწერალი ანდრეი სინიავსკია, დეტექტივ „ლუბიმოვში“ გვხდება ავი სული – პრეფერანსოვა, რომელიც ადამიანების სულში რიგრიგობით სახლდება და მათი მეშვეობით სჩადის დანაშაულებს.
  9. მომდევნო სქემის რეალიზება ძალიან რთულია, შეუძლებელიც კი, და ამის გამო არც არავინ იყენებს მას. ამ სქემაში მკვლელი გამოვდივართ ჩვენ – მკითხველები. ჩემთვის, პირადად ამოუხსნელია, როგორ შეიძლება ისე ბუნებრივად და ოსტატურად შეიტყუო მკითხველი, რომ დააჯერო ის არის მკვლელი, რომ ეს მკითხველის პირადი ბიოგრაფიიდან აღებული მომენტია. ამგვარ სქემას, ვხვდებით კობო აბესთან, რომელსაც აქვს მცდელობა მკვლელებად ჩვენ, მკითხველები გამოგვიყვანოს – „მოჩვენებანი ჩვენ შორისში“.

ეს არის იმ სქემათა ჩამონათვალი, რომელიც დეტექტივის წერისას მოგვიწევს გამოიყენოთ აუცილებლად, სხვა სქემას ვერ გამოვიგონებთ, შეუძლებელია ამის გაკეთება, თუ, რა თქმა უნდა დოსტოევსკი არ ხართ. დიახ, ჩვენმა მწერალმა გამოიგონა სხვა სქემა დეტექტივის.

www.facebook.comdostoevskyteodor.1

„დანაშაული და სასჯელში“ გვაქვს რა? გვყავს მკვლელი, ვიცით მოტივი და მიზეზი მკვლელობის (ორი მოტივია: ფული და იდეა [тварь дрожащая или право имею]). ანუ ვიცით – ვინ, რატომ, როგორ და სად ჩაიდინა დანაშაული, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებისთვისაა მთავარი, თუმცა დოსტოევსკიმ თავის წიგნში მთავარი ყურადღება გადაიტანა არა იმ ნაწილზე, რომელშიც სხვა მწერლებს აქვთ მკითხველთა ყურადღება მიმართული, არამედ ამ ყველაფრის მიღმა. „დანაშაული და სასჯელის“ მთავარი იდეა – ვინ, რატომ, როგორ და სად კი არაა, არამედ ის თუ „რა მოხდება“ შემდეგ, რა შეემთხვა მკვლელს დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ამით, კი დოსტოევსკიმ დეტექტიურ ჟანრს ახალი მიმართულება მისცა, ძველისგან რადიკალურად განსხვავებული.

ესაა გენიალური დეტექტივი მორალზე – დეტექტიური სიუჟეტს მიღმა. „დანაშაული და სასჯელის“ სიუჟეტი მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არ შეიძლება ადამიანმა სამყაროს თუნდაც ხორცმეტი მოაშოროს რაიმე უპირატესი სიკეთის მისაღწევადაც კი (ანუ მოკლას მევახშე, საზიზღარი ქალი, რომლის არ მოკვლის გონივრული არგუმენტიც კი არ არსებობს – ის ბევრ ადამიანს, მათ შორის საკუთარ დასაც უნგრევს და უნადგურებს ცხოვრებას).

“დანაშაული და სასჯელით” დოსტოევსკის გვიხნის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დანაშაულის ჩადენა, რაიმე თუნდაც უპირატესი სიკეთის მისაღწევად. შეუძლებელია ჩაიდინო ბოროტება და დაუსჯელი დარჩე. შესაძლებელია შენ ისეთი იდეალურად ჩაიდინო მკვლელობა, რომ სამართალდამცავებმა ვერ გამოგიჭირონ, ვერ გაგკიცხოს საზოგადოებამ, თუმცა საკუთარ თავს – „ღმერთს შენში“, ანუ შენ შინაგან მორალს ვერ გაექცევი. საკუთარი თავი გამოგიტანს განაჩენს, რომელიც სამართლებრივ განაჩენზე უფრო მძიმეა, უარესია.

“დანაშაული და სასჯელი” არის ძიება ღმერთის, ანუ ძიება ცხოვრების საზრისის, რისი მიკვლევაც დოსტოევსკის გმირს როდიონს – ტანჯვის გზის გავლით მოუწია.

დიახ, ტანჯვის გზით ღმერთამდე – ამ გზაზე გვატარებს როდიონი… დოსტოევსკიმ კი ამ ნაწარმოების შექმნით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ფანტაზიებსა და იდეებს არ აქვს საზღვარი…

დიახ, ზუსტად ზემოთქმულში მდგომარეობს თეოდორ დოსტოევსკის განსაკუთრებულობა, ის ლიტერატურსის არსებულ წესებსა და ხერხებს კი არ მიყვებოდა, არამედ თავადვე ქმნიდა მათ. დოსტოევსკი კი ამით დღესაც გვაოცებს და გვაჯადოებს.

ვახტანგ ო. მურღულია

გამოიწერეთ გვერდი:

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s