მცირედმა მოწყალებამაც კი შეიძლება კაცობრიობის ბედზე იქონიოს გავლენა – დოსტოევსკი


“რაღაცას რომ დათესავთ, „მოწყალებას“ რომ გაიღებთ, სიკეთეს რომ იზამთ, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი ბუნებიდან რაღაცას უზიარებთ სხვას და ისიც გიზიარებთ რაღაცას თავისას; ერთი-მეორეს ეზიარებით; კიდევ ცოტაც და საზღაურად მიიღებთ ცოდნას, ყოვლად მოულოდნელ რასმე აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი ამ თქვენ საქმეს უთუოდ მიიჩნევთ მეცნიერებად, სიცოცხლის მისწრაფებად გექცევათ და მთელ ცხოვრებასაც ალბათ შეგივსებთ. მეორე მხრივ, ეგ თქვენი დათესილი აზრები, რაც იქნებ არც კი გახსოვთ, ხორცს შეისხამს და აღმოცენდება; თქვენგან ნაზიარები კი სხვას გადაეცემა. ჰოდა, რა იცით, რა წილი გედებათ კაცობრიობის მომავალ ბედიღბალში?”

მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ – დოსტოევსკი


“მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს”.