დროებას აყოლილი მანდილოსნების მიამიტობა – დოსტოევსკი


“რა წამს ჩვენი ქალიშვილებიდან ზოგიერთმა თმა შეიკრიჭა, ლურჯი სათვალე წამოიცვა ცხვირზე და ნიჰილისტად მოინათლა, უმალ იწამეს, რომ სათვალეების წამოცმისთანავე საკუთარი „აზრებიც“ გაუჩნდათ.

საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანს ერთი ბეწოთი მაინც მოეცხოს რომელიმე ზოგადსაკაცობრიო და პატიოსანი შეგრძნების ნიშატი, რომ დაუყოვნებლივ განიმსჭვალოს რწმენით, თითქოს მასავით არავინ გრძნობს უკვე, რომ საერთო განვითარებაში ის მოწინავე კაცს წარმოადგენს. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანმა ზეპირად მოჰკრას ყური რაიმე აზრს ან რომელიმე წიგნის ერთი ფურცელი წაიკითხოს, რასაც თავი და ბოლო არ გააჩნია; რომ მაშინვე ირწმუნოს, თითქოს ეს „მისი საკუთარი აზრებია“ და საკუთარი ტვინის ნაყოფი. მიამიტობის უსირცხვილობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ საკვირველებამდე აღწევს ამ შემთხვევაში; ამბავი ესე დაუჯერებელია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი გვხვდება”.

One thought on “დროებას აყოლილი მანდილოსნების მიამიტობა – დოსტოევსკი

  1. იმ დროს ჭეშმარიტების ძიების სურვილი მაინც ჰქონიათ. თავის მოწონება ჭეშმარიტების პოვნით, ან მისი ნიჰილიმზიმთ უარყოფაც საქმეა. დღეს ამისთვის თავს არავინ იწუხებს, ისევ მოდერნიზმის ეპოქაში არიან ჩარჩენილი, სადაც ყოფიერებას და კომფორტს ადიდებენ, ჭეშმარიტებისთვის არავის ცხელა

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s