დადგება დრო და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი – წმ. გრიგორ ფერაძე


“ერთხელაც იქნება და ის შესანიშნავი დროც დადგება, როცა ქრისტიანობას ერთი მწყემსი წარუძღვება და ჩვენი მაცხოვრის უზეშთაესი ლოცვა თვალნათლივ აცხადდება.

ამისთვის ლოცულობს ეგზომ მხურვალედ აღმოსავლეთის ქრისტიანობა და, როგორც ცნობილია, იგი საუკუნეების მანძილზე ამ ერთიანობის მისაღწევად იბრძვის. დადგება დრო და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. ეს იქნება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდება არამარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ მათ შეუერთდება ევანგელიკურიც, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომლის არსებობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ, რადგან ნამდვილად არსებობს და აქ თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს. როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო კი არ არის, არამედ ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის აზრი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმური სიყვარულით სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. ერთიანობა რაღაც წმინდაა და საოცარი. ის ჩვენი უფლის ლოცვაა მამისადმი და ბოლო წინასწარმეტყველებაც, რაც მაშინ ასრულდება, როცა უფალი ინებებს და საამისოდ შესაბამისი დრო დადგება. ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს. მხოლოდ სიყვარულს, დიდსულოვნებას, ძმური მოთმინებისა და ტაქტიანი ანგარიშის გაწევის გზას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე. სიყვარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s